ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ

,ოქროს ვაშლი” გთავაზობთ კონსერვირებული და საკონდიტრო საკვების უმაღლესი ხარისხის შიგთავსს. ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს 150-ზე მეტ სახეობას. ჩვენ გთავაზობთ ჩვენივე კომპანია ,,Odoevskie Canned Food”-ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას

ჩვენ არ ვიყენებთ მინარევებს და ვაწარმოებთ ნატურალური ხილის ჯემებსა და საკონდიტრო საკვების შიგთავსს, ჩვენივე ბაღებში მოყვანილი ხილისგან.

ჩვენს მრავალფეროვან პროდუქციაში წარმოდგენილია ხილის და კენკრის შიგთავსი, თხილის და ჩირის გულსართები, ასევე გაწვდით ნაყინის, იოგურტის, მომინანქრებული ხაჭოს ყველის, მარშმელოუს ხილის შემავსებლებს, უმაღლესი ხარისხის მოხარშულ შესქელებულ რძეს, ასევე გთავახობთ ხილისა და კენკრის პიურეს.

ჩვენთან წარმოდგენილია თერმული და არათერმული შიგთავსები კულინარიული გამოყენებისთვის.

ჩვენი უპირატესობებია: ნატურალური ნედლეული, უსაფრთხო შესაფუთი მასალები, ნედლეულისა და პროდუქციის კონტროლი, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, წარმოების დიდი გამოცდილება და თქვენზე მორგებული შეფუთვები.

ქარხანას გააჩნია საკუთარი არტეზიული ჭა სასმელი წყლით და თანამედროვე ქიმიური მოდული. წარმოებისთვის გამოიყენება მხოლოდ გაწმენდილი წყალი.

ქარხანაში შექმნილია „საცდელი ლაბორატორია“, სადაც ტექნოლოგები და ლაბორანტები მუდმივად ქმნიან ახალი პროდუქტის რეცეპტურებს, რომლებიც მიმართულია მომხმარებლის სურვებებსა და მოთხოვნებზე.

წარმოებაში ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს, რომელიც მოწოდებულია წამყვანი მწარმოებლების მიერ რუსეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, ნიდერლანდებიდან, ინგლისიდან და ეგვიპტიდან.

პროდუქციის კონტროლი ხორციელდება წარმოების ყველა ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს მის შესანიშნავ მომხმარებლურ თვისებებს, ხოლო ხარისხიანი შეფუთვა გარანტიას იძლევა დეკლარირებული ვადაგასვლის შენარჩუნებაზე.